ეროვნული კონფერენციის ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა
ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში’’
წერილობითი
ანგარიში
ü ჩამტარებელი ორგანიზაცია :
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი
ü ჩატარების ადგილი
და ხანგრძლივობა: დაბა ჩაქვი, სასტუმრო „ოაზისი“ , 2
დღე - 23 და 24 დეკემბერი, 2013 წელი
ü კონფერენციის მიზანი
და ამოცანები :
კონფერენციის მიზანია პედაგოგიური
პრაქტიკის გაზიარება საქართველოს საჯარო სკოლის გამარჯვებულ, სხვადასხვა
რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს შორის,
რაც გაზრდის მათ მოტივაციას, ეფექტური
სასწავლო აქტივობების მიგნების
და სიახლეების პრაქტიკულად
გამოყენების უნარს. მასწავლებლები გაეცნენ
პროფესიული განვითარების ცენტრის
მიერ გაწეული მუშაობის
ანგარიშს, მოსალოდნელი ცვლილებების
სავარაუდო მიმართულებებს.
ü რეზიუმე:
ეროვნული კონფერენციის შესახებ
გავიგე ელ.ფოსტაზე კახა ჟღენტის მიერ გამოგზავნილი წერილის დახმარებით. გელათის
საჯარო სკოლის დირექტორმა, გიორგი
ავალიანმაც მოგვაწოდა ინფორმაცია აღნიშნული
კონფერენციის შესახებ. შერჩეული ნაშრომი
,,ინტეგრირებული გაკვეთილი - ტომ სოიერის თავგადასავალი’’ ქართულ-ინგლისურ ენებზე’’
ელექტრონული ფოსტით
გადავუგზავნე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტს
მაია პაპუნაშვილს. მივიღე მოწვევა,
რამაც უსაზღვროდ გამახარა. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, 400-მდე თმიდან აირჩა
107 ნასშრომი, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ჩემი თემაც.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პირველი
ეროვნული კონფერენცია გაიმართა ჩაქვში,
სასტუმრო „ოაზისში“, 2013 წლის 23, 24, 25
დეკემბერს.
კონფერენციაზე მოვისმინე ძალიან საინტერესო ნაშრომები, გავიცანი საინტერესო
ადამიანები და ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, რომლებთანაც ვმეგობრობ
სოციალურ ქსელებზე.
ü კონფერენციის სამუშაო
ენა იყო ქართული
ü კონფერენცია გახსნა:
1.
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორის მოადგილემ, თეა კვინტრაძემ
2.
ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა
3.
ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმერ ადეიშვილმა
4.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის საგნობრივი უფროსმა
სპეციალისტებმა , კონსულტანტებმა და ექსპერტებმა (გიორგი გახელაძე, ნინო ლაბარტყავა,
ზაქრო გიუნაშვილი...)
კონფერენციის
მეორე დღეს ვმუშაობდით სექციებში. სულ იმუშავა შემდეგმა სექციებმა:
1.
განათლების დაწყებითი
საფეხური
2.
ქართული ენა და ლიტერატურა
3.
მათემატიკა
4.
სამოქალაქო მეცნიერებები
5.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
6.
ესთეტიკა და ხელოვნება
ქართული ენისა და ლიტერატურის სექციაზე (კონსულტანტი:
მაია პაპუნაშვილი) სულ 19 ნაშრომის პრეზენტაცია მოვისმინე.
1.
ინტეგრირებული გაკვეთილის
შესაძლებლობები და ეფექტურობა - დალი ბენაშვილი
2.
როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ
გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით - მზია ვაშალომიძე
3.
როგორ დავგეგმე და განვახორციელე
მოსწავლეებთან ერთად პროექტები: ,,დედოფლისწყარო’’ და ,,ჩემს კუთხეში გავრცელებული
ქართული ენის დიალექტები’’ - რუსუდან გონაშვილი
4.
პროექტი: ,,წიგნი-ჩვენი
საუკეთესო მეგობარი’’ - რუსუდან ნათენაძე
5.
პროექტ-გაკვეთილი: ,,საქართველოს
გასაბჭოება და მისი შედეგები’’ - ეკა ცხადაია
6.
ინტეგრირებული გაკვეთილი:
ადამიანის უფლებათა საფუძველი - ღირსება და სიცოცხლის უფლება ილიას ,,სარჩობელზედ’’
მიხედვით - ნინო ბერიკაშვილი, ლეილა ხვთისიაშვილი
7.
ინტეგრირებული გაკვეთილი
- ,,მარადისობის რღვევა’’ - ნანა ჩიტორელიძე
8.
ინფორმაციული საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში - მარინა ხარაული
9.
პროექტ-გაკვეთილი: ,,ტაო-კლარჯეთის
ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია’’ - მზია ეგიაშვილი
10. ინტეგრირებული გაკვეთილი ,,პორტრეტი და ადამიანის საცხოვრებელი
გარემო მისი პიროვნების ამოსაცნობად - ნანა ცანავა
11. პროექტი ,,წაწმებულიდან წმინდანობამდე’’ - ნინო მასურაშვილი
12. ინოვაციური მეთოდები ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე
- ხათუნა ღაღანიძე
13. კვლევაზე დაფუძნებული პროექტი ,,თორნიკე ერისთავი და
ათონის მთის საიდუმლო’’ - ეკატერინე ყურაშვილი
14. პროექტი ,,ტაო-კლარჯეთში დარჩენილი ძეგლები ღაღადებენ’’-
ნარგიზა თავართქილაძე
15. ლიტერატურული ნაწარმოებების გაგება-გააზრება ისტ-ის
გამოყენებით საბაზო საფეხურზე - ნაზი კოჩალიძე
16. ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ და ინგლისურ ენებში
(,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’) - ელისო მაწკეპლაძე, ასმათ დათიაშვილი
17. ,,მე, შენ, ის, გრამატიკა და ... მოგზაურობა’’ - თეონა
შერაზადიშვილი
18. ინტეგრირებული გაკვეთილი ,,ლიტერატურაში გაცოცხლებული
ისტორია’’ - ირმა პატარიძე
19. პროექტი ,,მწერლობანა’’ - ნესტან კუბლაშვილი
ü ღონისძიების მნიშვნელობის
დასაბუთება :
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას
იღებდა სხვადასხვა რეგიონის მომხსენებელი, მათი მოხსენებები
ეხებოდა ინტეგრირებული გაკვეთილის,
პროექტი-გაკვეთილის, კვლევა / პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების, სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენების, საგნობრივი ცოდნის ცხოვრებაში
ტრანსფერის, ინოვაციური მეთოდების, საგაკვეთილო
პროცესში
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების
ხელშეწყობის, არაფორმალური განათლების
ხელშეწყობის, მშობელთა და საზოგადოების
/ თემის ჩართულობის შესახებ საკუთარ
პრაქტიკულ გამოცდილებას.
გავცვალეთ საკონტაქტო მონაცემები
სასწავლო რესურსების ურთირთგაზიარების მიზნით. კონფერენციაზე მიღებული
გამოცდილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია
ჩემი პროფესიული ზრდისა
დ განვითარებისათვის, რასაც აუცილებლად
გავუზიარებ ჩემს კოლეგებს
გელათის საჯარო სკოლაში
და ამ საკითხებით დაინტერესებულ ყველა
პირს.
სსიპ ტყიბულის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
გელათის საჯარო სკოლის
ქართული
ენისა და ლიტერატურის
ინტეგრირებული
გაკვეთილი ქართულ და ინგლისურ ენებში
/,,ტომ
სოიერის თავგადასავალი’’/
აქტიური მასწავლებლები ყოველთვის ეძებენ ახალ გზებს, სტრატეგიებს, ინოვაციურ მეთოდებს,
რათა დაეხმარონ თავიანთ მოსწავლეებს იმ ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების შეძენაში, რომლებიც მათ აუცილებლად დასჭირდებათ. რეალური ცხოვრების
მაგალითების განხილვით მოსწავლეები იღებენ
გარკვეულ ცოდნას. ინტეგრირებული სასწავლო პროგრამებით მასწავლებლები სთავაზობენ მათ
შეხედონ ერთსადაიმავე საგანს, მოვლენას სხვადასხვა კუთხით, რაც მათ უადვილებთ სამყაროს
შეცნობას. სხვადასხვა დისციპლინების ინტეგრაციის შედეგად მოსწავლეები ხედავენ საგანთა
შორის განსაკუთრებულ კავშირს. ინფორმაციის მოგროვება ხელს უწყობს სწავლა/სწავლების
პროცესს.
ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სულ მცირე ორი
საგნის მონაწილეობას. საერთო გამჭოლი
თემატიკის ქვეშ გაერთიანებული რამდენიმე
საგნის შერწყმა
საშუალებას გვაძლევს, ერთიდაიმავე თემის ირგვლივ დავგეგმოთ და
განვახორციელოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინტეგრირებულ
საგნებში მაღალი შედეგების მიღწევას. ამასთან, არსებობს ძალიან ბევრი
ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 45-წუთიან გაკვეთილზე, საგნების
უმრავლესობა სკოლებში ისწავლება სხვა
მნიშვნელოვანი ინფორმაციებისაგან დამოუკიდებლად. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ადამიანები
სწავლობენ უკეთ, როცა საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ჩრდილოეთ კაროლინის საჯარო სკოლებში მოსწავლეები
სწავლობენ მათემატიკას და იკვლევენ მზის სისტემას
თანამედროვე ცეკვების სწავლებასთან ერთად. ამ სკოლებში მასწავლებლები ყველა საგნის
სწავლებას გეგმავენ ხელოვნებასთან ინტეგრირებულად,
რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს არამარტო მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის... არამედ ხელოვნების
საფუძვლიან სწავლა/სწავლებას. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, ყველა მოსწავლე აღწევს სტანდარტით გათვალისწინებულ მაღალ შედეგს.
როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა?
ამ საკითხზე მსჯელობდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისშიც.
თეორეტიკოსები ერთმანეთთან უპრობლემოდ აკავშირებდნენ
სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებს. პრობლემა იყო მხოლოდ
საფეხურებისა და მეთოდების ინტეგრაცია. ინგლისური
ენის მასწავლებელთა ეროვნული კავშირი (NCTE)
1935 წელს გამოაქვეყნებულ სტატიაში
წერს, რომ უფრო ხშირად მასწავლებლები ქმნიან
გეგმას, რომლის მიხედვითაც ერთი საგნის რესურსებს იყენებენ სხვა საგნების პრობლემების
გადასაჭრელად. გეგმა აერთიანებს ორი ან მეტი საგნის კომბინაციას. ინტეგრაცია გულისხმობს ყველა საგნისა და მოვლენის გაერთიანებას.
90-იან წლებში ინტეგრირებულ გაკვეთილებზე მსჯელობა კვლავ
გაგრძელდა. ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტებმა
განსაზღვრეს სამი ტიპის ინტეგრაცია და მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საგანთა
მულტიდისციპლინარული ინტეგრაცია.
მულტიდისციპლინარული ინტეგრაცია
ნიშნავს ერთი თემის ირგვლივ სხვადასხვა
საგნის, დისციპლინის ინტეგრაციას, შერწყმას.
მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ამ ტიპის
ინტეგრაციაზე, ყურადღებას ამახვილებენ საერთო თემასთან დაკავშირებული საგნების სტანდარტებთან.
ერთი თემის ირგვლივ საგნების გაერთიანება შესაძლებელია მოხდეს სკოლის არასაგაკვეთილო
დროსაც და სამუშაო ჯგუფებში გაერთიანდეს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. ამ ტიპის ჯგუფის
წევრები ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს ერთი
საათის განმავლობაში, ისინი მიზნად ისახავენ სხვადასხვა დავალებების შესრულებას, მასწავლებლები
არიან მხოლოდ დამკვირვებლები და ისინი დროდადრო აღმოაჩენენ, რომ:
1.
მოსწავლეები სწორად და თანმიმდევრულად
ასახელებენ ამოცანებს
2.
ისინი ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს,
რომელიც კვლევისათვის სჭირდებათ
3.
ისინი გამოიმუშავებენ ჯგუფში მუშაობის, პრეზენტაციის, დებატების წარმართვის
უნარებს
4.
მათ აქვთ მოტივაცია, პასუხისმგებლობა
რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება კიდეც სწავლა/სწავლების
პროცესზე. გამართლდება მასწავლებლების მოლოდინებიც.
შიგადისციპლინური ინტეგრაციაა, როცა მასწავლებლები
ერთმანეთს უკავშირებენ მონათესავე საგნებს: ისტორიას, გეოგრაფიას, ეკონომიკას... ან ბიოლოგიას, ქიმიას,
ფიზიკას, ასტრონომიას...
ასეთი ინტეგრაციის მიზანია, რომ მოსწავლეები დააკვირდნენ საგანთა და რეალურ სამყაროს შორის კავშირს.
დავრწმუნდით რა,
ინტეგრირებული გაკვეთილის დადებით მხარეებსა და მის აუცილებლობაში, ჩვენ (ქართული და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა) ინტეგრირებული გაკვეთილის ჩასატარებლად
შევარჩიეთ საგაკვეთილო
თემა (,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’), რომელიც ერთდროულად დავუკავშირეთ
ორივე მონაწილე საგანს.
ვიხემძღვანელეთ ეროვნული
სასწავლო გეგმით,
სადაც სწავლების
საფეხურების მიხედვით
მოცემულია ინფორმაცია
იმ შედეგებისა
და ინდიკატორების შესახებ,
აგრეთვე გავითვალისწინეთ კლასის შესაძლებლობები, მოსწავლეთა პროფილი (კლასში გვყავს ერთი შშმ მოსწავლე), კლასის ძლიერი და
სუსტი მხარეები.
წინასწარ
გავაანალიზეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავგეგმეთ გაკვეთილი,
რადგან გაკვეთილის
სასწავლო მიზნების მიღწევისათვის ძალიან
მნიშვნელოვანია ადექვატური სტრატეგიების შერჩევა, ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული
აქტივობების დაგეგმა. სასწავლო აქტივობები დავგეგმეთ
ერთობლივად, რადგან სწავლება წარიმართებოდა ერთი
გაკვეთილის ფარგლებში.
დავნომრეთ
ყველა საგაკვეთილო აქტივობა, დეტალურად აღვწერეთ, მივუთითეთ დრო, რადგან დროის
სწორი განსაზღვრა უმნიშვნელოვანესია გაკვეთილის
წარმატებული განხორციელებისათვის.
შევიმუშავეთ
მოსწავლეთა შეფასების სისტემა, წინასწარ განვსაზღვრეთ რესურსებიც, რომლებსაც გამოვიყენებდით
საგაკვეთილო პროცესზე (გაკვეთილის გეგმა თან ახლავს). მოვიწვიეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლები,
მოსწავლეთა მშობლები.
გაკვეთილის ჩატარების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ინტეგრირებული სწავლება
Ø ხელს უწყობს საგნების შერწყმას
Ø სწავლა/სწავლების პროცესი გაადვილდა და გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია
Ø ინტეგრირებული გაკვეთილი უფრო საინტერესოდ წარიმართა
Ø მოსწავლეებმა თავისუფლად და
დამოუკიდებლად გააკეთეს დასკვნები
Ø მასწავლებლებმა
თანამშრომლეთ და გამოცდილებაც გავუზიარეთ
ერთმანეთს.
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
V კლასი
Integrated Lesson Plan
The Vth
Grade
გაკვეთილის მთავარი თემა
Lessen theme
|
ტომ სოიერის
თავგადასავალი
/The Adventures of Tom Sowyer
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური
Teaching Level
|
დაწყებითი საფეხური, V კლასი
Primary students, the Vth form
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
Students
|
9 მოსწავლე,
მათ შორის 1 სსსმ
9 students, 1 of special needs.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
The lesson
importance
|
·
წაკითხული ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევის
განვითარება;/To
form the skill of realising
the text summery.
·
მოქმედი პირების იდენტიფიცირება;/To identify the characters.
·
ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანების
განხორციელება/To form
communicative skills while doing individual and group work.
·
მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება;/To enrich the vocabulary
·
სოციალური უნარ-ჩვევის განვითარება;/Developing social skills
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები/სტანდარტები
Standards from the
National Learning Plan
|
ზეპირმეტყველება
1. მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ
და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს (ქ.V.1.2)
·
ჯგუფთან
ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას
2.
მოსწავლე ახდენს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყის უნარს (ქ.V.1.4.)
საუბრობს
ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე, პერსონაჟების
თვისებებზე
უცხ.დ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
Students
can retell the texts and show their lexical knowledge.
·
ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტის შინაარსს
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა.
Students can be involved in
a simple interaction.
·
მოკლედ
პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური
საშუალებებით.
კითხვა
1.
მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტს (ქ.V.2.1.)
·
დამოუკიდებლად კითხულობს ვრცელ ტექსტებს და თავისი სიტყვებით გადმოსცემს
მათ შინაარსს
·
წაკითხულის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს
2.
მოსწავლე ავლენს წაკითხული მხატვრული ტექსტის
ინტერპრეტაციის საწყის უნარს (ქ.V.2.2.)
·
მსჯელობს მისთვის
საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ პოზიციას;
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს
შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა./ Students can read short
stories
·
ტექსტში პოულობს
და კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილს;
·
თავიდან ბოლომდე
დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული
ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება./ Student are able to
understand the illustrated texts and find information in them.
·
ტექსტში პოულობს ილუსტრაციის
შესაბამის მონაკვეთს;
·
მოიძიებს
ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ.,
როგორი, ვინ, რა ფერის, რამდენი);
·
ტექსტში მოცემულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (ასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა).
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები
Lesson aims
|
1.
მოსწავლეებმა
უნდა მოახდინონ ქართული და უცხოური ტექსტების შედარება, ფილმის სიუჟეტებს უნდა დაუკავშირონ ტესტიდან ნაწყვეტები ./ Students compare
Georgian and English texts
2.
დაახასიათონ ნაწარმოების პერსონაჟები ქართულ და ინგლისურ ენებზე/
Students describe characters in Georgian and in English.
3.
სსსმ მოსწავლისათვის:
პერსონაჟების სახელების დამახსოვრება, მათი ამოცნობა ფოტოებზე, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება;
For the student
of special needs: to remember the names of characters,
to recognize them on different photos and develop the social skills.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წინასწარი ცოდნა
Pre-knowledge
|
·
დაისწავლეს
ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტები)
·
ნახეს ფილმი ,,ტომ სოიერი’’ (ინგლისურ ენაზე)
Students
learned the text from “The adventures of Tom Sowyer”
Watched the
film in English
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
Evaluation subject and procedure
|
შემაჯამებელი შეფასება
Final Evaluation
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
Learning materials and Technical
resources
|
კლასის მოსწავლის წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი, ფლიფჩარტი, მარკერები,
დაფა
Students book, markers,
board, flipchart, computer and projector.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
Lesson
procedure/classroom management
|
საორგანიზაციო საკითხები /Organizational
issues
1.
მოსწავლეები პროექტორით ნახულობენ ფოტოებს,
რომელზეც უნდა გამოიცნონ და ორივე ენაზე დაასახელონ მოთხრობის პერსონაჟები (მონაწილეობას
იღებს სსსმ მოსწავლეც)/Students see
photos by using projector and say the
names of characters in both languages(Georgian-English).
1.
აკეთებენ პრეზენტაციას ნაწარმოების ავტორზე, მარკ
ტვენზე/students make presentations about Mark Twain.
2.
დაიყოფიან ორ ჯგუფად/ They divide in 2groups.
2.
ნახულობენ სიუჟეტებს და მიუსადაგებენ სათაურებს
(საშაქრე, შეყვარებული ტომი, მოხერეხებული ტომი, საყელო) Give the titles to
different plots.
4.
მიეცემათ
დავალება: შეავსონ ასოციაციური რუკები/ Students fill the associative maps:
![]() ![]() |
Комментариев нет:
Отправить комментарий